ამის შესახებ საზოგადოებას დეპუტატი სოციალური ქსელით ატყობინებს.
"რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ სააჩევნო სისტემაზე გადასვლის დანაპირები არ შეასრულა, გაჩნდა მოლოდინი, რომ ეს გახდებოდა ფართომაშტაბიანი პროტესტისა და პოლიტიკის ცვლილების საფუძველი. ასე ცვლილება ვერ მოხდება!!! თუ ითხოვ მხოლოდ პროპორციულ არჩევნებს, ნუ მოხვალ. ხოლო თუ ითხოვ პროპროციულ არჩევნებს უკეთესი ქვეყნისთვის, შემოგვიერთდი !
24 ნოემბერი, 15:00 საათი, თბილისის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ",- წერს ბექა ნაცვლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს პარლამენტში საკონსტიტუციო ცცვლილებების კანონპროექტი ჩავარდა, რომელიც 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობდა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოყვა.