22-11-2019
ნარიმან მაქარაშვილის მიმდევრებმა "იმედის კვირის" ჟურნალისტებს სცემეს. შემთხვევა ზემო ფონიჭალაში მაშინ მოხდა, როდესაც "იმედის კვირის" გადამღები ჯგუფი რეპორტაჟის მოსამზადებლად მივიდა.
"იმედის" ინფორმაციით, იქ მყოფი ხალხი ჟურნალისტებსა და ოპერატორს აგრესიით დახვდნენ, არ მისცეს მუშაობის შესაძლებლობა და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, 154-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობას, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ნარიმან მაქარაშვილს ეკლესია არ აღიარებს. საპატრიარქომ ჯერ კიდევ 2016 წელს განმარტა, რომ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული მიზეზების გამო თითქმის 20 წელია, შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება.