გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაგოდეხში, “დაბოქლომებას” ცოცხებით დაუპირისპირდნენ

22-11-2019

დღეს დილიდან, „ევროპულმა საქართველომ” და სამოქალაქო აქტივისტებმა რეგიონებსა და დედაქალაქში, “დაბოქლომების“ აქცია დაიწყეს. ამ დროისთვის „დაბოქლომების“ აქცია უკვე გაიმართა გურიაში, ლაგოდეხში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ხაშურში, ახალციხეში, ახალქალაქში, თბილისში, თელავსა და რუსთავში.

„ევროპული საქართველოსა” და აქტივისტების ბოქლომებს ცოცხები დაახვედრეს ლაგოდეხში, სადაც აქტივისტები ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის ბიუროს ოთახის დაბოქლომებას აპირებდნენ.

შეგახსენებთ, რომ პირველად ბოქლომები 18 ნოემბერს ოპოზიციურმა პარტიებისა და პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებს დაადეს.

metronome

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930