22-11-2019
პარტია ,,ახალი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, თეონა ჭალიძე, "ალიას" ექსკლუზიურად უყვება, როგორც გაჩნდა "დაბოქლომების" იდეა:
"გავრილოვის ღამის შემდეგ სულ ვფიქრობდი რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო პარლამენტის გარშემო ხალხის ცოცხალი ჯაჭვის გარდა ესეთ მასშტაბურ აქციაზე, რომ სპეცრაზმისთვის მშვიდობიანი მაგრამ შედარებით ძლიერი წინააღმდეგობა გაეწია. ბევრმა იდეამ გამიელვა თუმცა პრაქტიკაში რთული განსახორცილებელი იყო და ამიტო დავახარვეზე ეგ იდეები. შემდეგ მოვხვდი ელიავას ბაზრობაზე და შემთხვევით თვალში მომხვდა მსხვილი ჯაჭვები და იმ წამსვე თვალწინ დამიდგა პარლამენტში უკანა შესასვლელის მძიმე ხის კარებები თავისი დიდი სახელურებით და ვიფიქრე ხშირად ჩვენ რომ არ გვიშვებენ ხოლმე პარლამენტში, როგორი იქნებოდა ერთხელაც ხალხს დაედო ბოქლომი მაგ კარებებისთვის. მაშინ პარლამენტის სხვა შესასვლელებზე არც მიფიქრია და ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასეთი მასშტაბებით შეიძლებოდა ამ იდეის განხორციელება. შემდეგ ისე სხვათაშორის რამდენიმე შეხვედრაზე გავაჟღერე კიდეც ეს იდეა. დამოუკიდებლად განხორციელებაზეც ვიფიქრებდი, მაგრამ ორსულად ვარ და ცოტა თავშეკავებული ვარ.
ბოლოს აქციის წინა ღამეს ,,ახალი საქართველოს“ ლიდერთან გიორგი ვაშაძესთან ვსაუბრობდი აქციის საორგანიზაციო საკითხებზე და მასაც ვუთხარი. გიორგის ერთი განსაკუთრებულად კარგი თვისება აქვს, ადვილად შეუძლია წარმოიდგინოს და აღიქვას სიტყვიერად ნათქვამი იდეა თუ ინიციატივა და ფართო მასშტაბში, შეუძლია მყისიერად გაზომოს და გადაიტანოს. მაშინაც ასე მოხდა, თქვა სასწრაფოდ უნდა ვიყიდოთო და გამთენიას შევიძინეთ კიდეც. მერე უკვე აქციის სიმბოლო გახდა, ,,ბოქლომების ომით ცნობილი მშვიდობიანი პროტესტი“ ,,ბოქლომების ომი“ ,,ბოქლომების რევოლუცია“ და მსგავსი ფრაზები ხშირად ისმის ტელეეთერებიდან. გიორგი ვაშაძემ იმავე დღეს იდეისთვის მადლობა გადამიხადა და ძალიან მიხარია რომ ქვეყნის განვითარებისთვის და უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში წვლილი მეც მიმიძღვის.
მეც მადლიერი ვარ, რომ ეს იდეა იდეად არ დატოვა და აღნიშვნაც არ დავიწყებია. დარწმუნებული ვარ ეს ე.წ ,,ბოქლომების ომი“ აუცილებლად ხალხის გამარჯვებით დასრულდება. ვხუმრობ ხოლმე მეც მექნება შვილიშვილებისთვის სიბერეში მოსაყოლი ისტორიათქო."