ამ ეტაპზე, უცნობია, კონკრეტული თარიღი თუ როდის დაუბრუნდება მოსახლეობა საკუთარ საცხოვრებელ სახლებს.
"დაიდო დასკვანა როგორც თბილისის ლაბორატორიის ისე სამხარაულის ექსპერტიზის, ვიდრე არ მოხდება საცხოვრებელი კორპუსის სრული გამაგრება და შესაბამისი სამუშაოები არ დასრულდება, მანამდე არ მოხდება მოსახლეობის შეყვანა. მოსახლეობა მერიამ ქირით გაიყვანა, ყველა არის დაბინავებული და მას შემდეგ რაც აღნიშნული სამუშაოები დასრულდება მოსახლეობა დაბრუნდება საკუთარ საცხოვრებელში“, - განუცხადეს "პირველს" თბილისის მერიაში.
ცნობისთვის, გურამიშვილის გამზირზე 19 ოქტომბერს საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა ახალგაზრდა კაცი, რომელიც აფეთქებისას დაშავდა რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. 39 წლის კაცს დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდნენ, სადაც სხეულის 60%-იანი დამწვრობით მოათავსეს.