25-11-2019
2019 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული პოლონეთის წარმომადგენელი ვიკი გაბორი (Viki Gabor) გახდა სიმღერით Superhero. კონკურსანტმა 278 ქულა მიიღო.
საქართველოს წარმომადგენელი გიორგი როსტიაშვილი 69 ქულით მე-14 ადგილზე გავიდა.
2019 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს პოლონეთმა უმასპინძლა. ქართველი კონკურსანტი მე-6 ნომრად გამოვიდა. როსტიაშვილმა შეასრულა დათო ევგენიძის საკონკურსო სიმღერა „გვინდა გვიყვარდეს“ (We need Love).
2019 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსში 19 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.