25-11-2019
„მანიფესტაცია და პროტესტი უნდა დარჩეს კონსტიტუციის ფარგლებში. ეს ნიშნავს იმას, რომ ის უნდა იყოს მშვიდობიანი და იმის მიღმა, რასაც ჩვენ ვისმენთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება უნდა მოხდეს, რომ პარლამენტი უნდა ჩაკეტონ ბოქლომებით - ეს არ არის მშვიდობიანი აქცია. ეს ერთხელ უკვე სცადეს და ჩვენ ვნახეთ ამაზე რა იყო რეაქცია. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს ოპონენტებს, დაბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის. თუ ამაზე უარს ამბობენ, მათ შეუძლიათ გააგრძელონ მშვიდობიანი პროტესტი რამდენ ხანსაც სურთ, ეს ჩვენი ხელისუფლების პირობებში ყოველთვის იქნება დაცული. ისიც შეუძლიათ პარალელურ რეჟიმში გააგრძელონ აქცია, თან ილაპარაკონ, ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ტელეკომპანია იმედის, გადაცემაში „კვირის თემა“.
მისი თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტებს ბოქლომებს ვერავინ დაადებს.
„ეს შეიძლება მხოლოდ 5 წუთით გააკეთონ, მაგრამ ეს ბოქლომი მოიხსნება და სახელმწიფო ინსტიტუტები გააგრძელებენ მუშაობას. პარლამენტი მიიღებს ბიუჯეტს, პარლამენტი დაამტკიცებს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას და მიწის რეგისტრაციის ინიციატივას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.