გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
27 ნოემბერს საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას გადმოიბარებს

25-11-2019

საქართველო, 2019 წლის 27 ნოემბრიდან-2020 წლის 15 მაისამდე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია ქ. სტრასბურგში, მიმდინარე წლის 27 ნოემბერს გაიმართება. საქართველო თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გადმოიბარებს. ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგს ვიზიტით ეწვევა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში 26 ნოემბერს პრესკონფერენცია გაიმართება; ასევე 26 ნოემბერს გავრცელდება ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პრიორიტეტების შესახებ ვრცელი ინფორმაცია და მინისტრის, დავით ზალკალიანის ვიდეო მიმართვა.

​აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა. თავმჯდომარეობის 6 თვის განმავლობაში საქართველო ევროპის საბჭოს ფარგლებში 20-მდე ღონისძიებას გაუწევს ორგანიზებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930