გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

25-11-2019

ნიუ იორკის ყოფილი მერი და მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. ბლუმბერგი დემოკრატიული პარტიის მიერ იქნება ნომინირებული.


„კენჭს ვიყრი პრეზიდენტობაზე, რომ დავამარცხო ტრამპი და ხელახლა ავაშენო ამერიკა. მჯერა, რომ ჩემი უნიკალური გამოცდილება ბიზნესში, მთავრობაში და ფილანტროპიაში გამარჯვების და ხელმძღვანელობის შესაძლებლობას მომცემს. ვერ დავუშვებთ კიდევ ოთხი წლით პრეზიდენტი ტრამპის უგუნურ და არაეთიკურ ქმედებებს“, – დაწერა ბლუმბერგმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.


აღსანიშნავია, რომ ნიუ იორკის ყოფილი მერი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილს არ ადასტურებდა. მაიკლ ბლუმბერგის საარჩევნო გუნდის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ მისი კამპანია ორიენტირებული იქნება ეკონომიკაზე, ჯანდაცვაზე, იმიგრაციაზე, განათლებაზე და საზოგადოებრივ ადგილებში სროლის შემთხვევების აღკვეთაზე.


მაიკლ ბლუმბერგი ნიუ იორკის მერი 2002-2013 წლებში იყო. ჟურნალ „ფორბსის“ შეფასებით, ბლუმბერგის ქონება 54 მილიარდ დოლარს აღემატება.


https://1tv.ge/news/miliarderi-maikl-blumbergi-ashsh-is-prezidentobistvis-ibrdzolebs/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930