25-11-2019
ცნობილი ქართველი რეპერი “ლექს სენი” სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ისრაელში მისი ყოფნის პერიოდს აღწერს. ის აფრთხილებს საქართველოს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ, თუ რა შეიძლება მოხდეს ისრაელში მოგზაურობის დროს.
“ადამიანებო, მეგობრებო, ვინც ჯერ კიდე ფიქრობს და სურს წასვლა ისეთ ტერორისტულ ქვეყანაში, როგორიც ისრაელია. გაითვალისწინეთ ჩემი რჩევა, საკუთარ თავზე გამოვცადე, არ წახვიდეთ არასდროს. იმიტომ რომ ვიღაცას არ მოეწონები სახეზე ან ჩაცუმლობაზე ან რამე საბუთი არ გექნება დამაჯერებელი, უბრალოდ პირდაპირ, მიზეზგარეშე გართმევენ ტელეფონს და სატუსაღო მანქანით გადაყავხარ ციხეში, სადაც კოშმარულად ექცევიან, განსაკუთრებით ქართველებს, ქართველ ქალებს და დედებს… ეს ვნახე საკუთარი თვალით, 2 დღე ჩაგვსვეს ციხეში, სადაც კოშმარული პირობებია, ვერ ჩამოვთვლი აქ. ეს არის სამხედრო ტერორისტული სახელმწიფო, ეს მათი უფლება და ნებაა, უბრალოდ გაითვალისწინეთ!!!”