გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 02, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
„ქართულ ოცნებას“ გოგი წულაიამ „სელპაკი“ და ვაზელინი გაუგზავნა

25-11-2019

„ქართული ოცნების“ გუნდს ქუთაისიდან „თავისუფალი საქართველოს“ წევრებმა „სელპაკი“ და ვაზელინი გაუგზავნეს. პოლიტიკური პარტიის წევრები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ამ ფორმით გამოეხმაურნენ. პარტიის თანათავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, ხელისუფლებას „სირცხვილის“ ჩამოსაწმენდად „სელპაკები“ სჭირდება.

გოგი წულაიამ პერფორმანსს „საქართველოს ფოსტასთან“ გამართა და შემდეგ ამანათი გაგზავნა:

„ქართულ ოცნებას“ გავუგზავნეთ „სელპაკები“ და ვაზელინი, რითაც იუმორით გამოვეხმაურეთ მიმდინარე პროცესებს და დღევანდელ სხდომას. მმართველ გუნდს იმდენი შეცდომა აქვს დაშვებული და იმდეჯერ მოქცეულა სამარცხვინოდ, რომ ამ პროცესიდან უმტკივნულოდ გამოსასვლელად „სელპაკები“ და ვაზელინი დასჭირდებათ. სირცხვილია რაც ხდება, სირცხვილია. ხელისუფლება ცდილობს, მოსწმინდოს შეცდომები ბიძინა ივანიშვილს და ეს რომ უმტკივნეულოდ მოხდეს გავუგზავნეთ „სელპაკები“ და ვაზელინები", -განაცხადა გოგი წულაიამ.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამ გადაწყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა.

https://imedinews.ge/ge/saqartvelo/122172/qartul-otsnebas-gogi-tsulaiam-selpaki-da-vazelini-gaugzavna

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930