გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობას განაგრძობს

25-11-2019

25 ნოემბერი, 2019- საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობის მიზნით სტუდენტებთან შეხვედრებს განაგრძობს. ბანკის ორგანიზებით შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტებთან არაფორმალური განათლების თემატიკაზე შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდებისთვის იმ შესაძლებლობების გაცნობა, რასაც მათ ბანკი საგანმანათლებლო თუ სოციალური პროექტებით აძლევს. შეხვედრაზე მისულ ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება, იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება განახორციელო საკუთარი იდეები და გამოიყენო განათლებით მიღებული უსაზღვრო შესაძლებლობები, გაუზიარეს საქართველოს ბანკის სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ სოციალური პროექტების გამარჯვებულებმა. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ანდრო დგებუაძის ვორკშოპში. შეხვედრის მთავარი თემა იყო „ტექნოლოგიური განვითარება და ადამიანის თვითობა - იფიქრე, იგრძენი, იმოქმედე“.


უნივერსიტეტის სტუდენტებს „სტარტაპ ლანჩობის“ დამაარსებელმა, ნიკო რეხვიაშვილმა გაუზიარა საკუთარი შეხედულებები პრობლემებზე, როგორც შესაძლებლობებზე. იმაზე, თუ როგორ გადავაქციოთ ყოველდღიური პრობლემები სტარტაპებად და გამოვიყენოთ ტექნოლოგიები, როგორც ახალი გამოწვევები. საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის- Social impact award-ის გამარჯვებულებმა რიზვან ტოხოსაშვილმა და ნიკა შინჯიკაშვილმა სტუდენტებს გააცნეს საკუთარი იდეა- Si App - მობილური აპლიკაცია, რომელიც გამოიმუშავებს კრიპტოვალუტას სიარულისა და სირბილის დროს. გამომუშავებული კრიპტოვალუტის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა პროდუქტისა და სერვისის შესაძენად. აპლიკაცია ახალგაზრდებში ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.


ახალგაზრდებთან მსგავსი ტიპის შეხვედრები არის საუკეთესო შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, რათა გაიზიარონ საუკეთესო გამოცდილება, დაისახონ მიზნები, იდეები და საბოლოოდ განახორციელონ საკუთარი ოცნებები. საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულება განათლებაა. ამ მიმართულებით ბანკი ბევრ პროექტს აფინანსებს და ახორციელებს. რეგიონებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით ბანკმა შეხვედრები ზაფხულში დაიწყო. პირველი შეხვედრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან სათაფლიას დაცულ ტერიტორიებზე გაიმართა. ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე მოწვეული სპიკერები სტუდენტებს წარმატების ხელმისაწვდომობაზე, შესაძლებლობებზე და მოტივაციაზე ესაუბრნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930