25-11-2019
დაჭრა დიდუბეში - 2 ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები, სავარუდოდ, ცივი იარაღით წყალტუბოს ქუჩაზე მდებარე მარკეტთან მიაყენეს. როგორც „რეზონანსთან“ თვითმხილველები ყვებიან, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაჭრას წინ შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. ორი სავარაუდო დამნაშავე პირის დაკავება პოლიციამ ადგილზევე შეძლო. ხოლო დაჭრილი ახალგაზრდები სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ მალევე საავადმყოფოში გადაყვანა.
ორივე მათგანს ჭრილობები ზურგიდან მხრის და სახსრის არეში აქვთ მიყენებული. ისინი ორ სხავდასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს, მეორე კი - გერმანულ ჰოსპიტალში. ორივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.
„რეზონანსს“ ღუდუშაურის კლინიკაში განუცხადეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარეს და მის სიცხოცხელს საფრთხე აღარ ემუქრება. მას ჭრილობები სახსრის მიდამოში ჰქონდა მიყენებული. ასევე სტაბილურია მეორე ახალგაზრდის მდგომარეობაც.
„რეზონანსთან“ მაღაზიის კონსულტანტი აცხადებს, რომ უშალოდ დაჭრის ფაქტი არ დაუნახავს, თუმცა მათთან ახალგაზრდა მამაკაცი შევარდა, რომელმაც განუცახდა, რომ ცუდად იყო და სასწრაფო დახმარება გამოეძახათ. ხოლო როდესაც მამაკაცს შეხედა დაინახა, რომ მხრიდან და მის ქვემოდან სისხლი მოსდიოდა. შემდეგ მან უთხრა, რომ მეორეც დაჭრილი იყო, რომელიც მაღაზიის კართან იჯდა და მასაც შველა სჭირდებოდა.
„არ ვიცი რაზე მოუვიდათ დავა. ოთხნი იყვნენ და ერთმანეთთან რაღაცაზე შეკამათდნენ. ჯერ ილანძღებოდნენ და მერე ერთმანეთს ურტყამდნენ. ყველაფერი სწრაფად მოხდა.
„შემდეგ ერთი მაღაზიაში შემოვარდა და ამბობდა, რომ ცუდად იყო და სასწრაფოში დაგვერეკა. პირველადი დახმარება აქვე აღმოვუჩინეთ. ხელში იყო მხრის მახრეს დაჭრილი. სისხლდენა ჰქონდა და შევუჩერეთ.
„მეორე მაღაზიის კართან იჯდა და ისიც დაჭრილი იყო. გამოვიძახეთ პოლიცია და სასწრაფო დახმარება. ძალიან სწრაფად მოვიდნენ. პოლიცამ დაჭრაში ეჭვმიტანილები იქვე ქუჩაზე დააკავა“, - აცახდებს თვითმხილველი „რეზონანსთან“.
ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდების ჩხუბში რომ არ ჩარეულიყვნენ, ალბათ ერთმანეთს დახოცავდნენ. მათი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ისინი ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ და ერთმანეთს დაუნდობლად სცემდნენ.
„ქალი ყვიროდა - კლავენ ერთმანეთსო და ამ ხმაურზე გამოიქცნენ მეზობლებიც. მერე გავიგეთ, რომ ორი ბიჭი იყო დაჭრილი. დამნაშავეები გაიქცნენ, მაგრამ პოლიცია მალევე მოვიდა და ორივე იქვე ქუჩაზე დაიჭირეს. რა ვიცი რას უშავებენ ერთმანეთს ასე რომ ჩეხავენ“, - აცახდებს ერთ-ერთი ადგილობრივი ადგილობრივი „რეზონანსთან“.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
„რეზონანსი“