26-11-2019
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის II, III კვარტლების (ნაწილობრივ), სანაპიროს (ნაწილობრივ), კოსტავას (ნაწილობრივ), ძოწენიძის, ჩხიკვაძის, ფორე მოსულიშვილის, ხევძმარის, ანგია ბოჭორიშვილის, მარატ ნოზაძის, ალეკო გობრონიძის, ომარ ხიზანიშვილის, შეშელიძის, ჯანაშვილის, კაჭარავას, ჯანჯღავას, ბოდავის I, II ქუჩების, ასპინძის I, II ქუჩების, ახალი არსენალის II ქუჩის, ახუთის, ნინო და კალისტრატე სალიების, პაატა სააკაძის, ეკატერინე ჭავჭავაძის, გუმათის, ლამის, ძეგამის, ხრამჰესის, ბოდავის და დავით ბერიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10:30 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას გულრიფშის, რევაზ ურიდიას, კამალოვის, ლევან ქართლელიშვილის, კახიანის, კიკნაძის, ვასილ თამარაშვილის, სართანიას, ლადო მესხიშვილის, კალიუჟინის, კობალაძი, მიქატაძის დადობროლიუბოვის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 10 საათიდან 14 საათამდე დიღმის მასივის I კვარტლის(ნაწილობრივ),დიდი დიღმისI მიკრორაიონის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრე იბერის და მეფე მირიანის ქუჩების მაცხოვრებლები.
ასევე, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა მერაბ ალექსიძის, ანდრია აფაქიძის და ბიძინა კვერნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს, 13 საათიდან 15 საათამდე დელისის III ქუჩის, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ბერბუკის, პავლე ასლანიდის, ნადარეიშვილის და გაზაფხულის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 16 საათამდე დაბა ტაბახმელას მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 13 საათამდე კი თავისუფლების მოედნის, ლეონიძის, გორგასლის და გულუას ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.