26-11-2019
„ჩემი წარდგენა მოხდა იმის მიხედვით, თუ რა რესურსი მქონდა და როგორ შევძლებდი ამ პოზიციაზე ოპერირებას და არა იმის მიხედვით, როგორც სამწუხაროდ ზოგიერთ ოპონენტს წარმოუდგენია და ადრე იყო - პარლამენტის წევრი კენჭისყრის დროს ხმას აძლევდა თუ არა“ - ასე პასუხობს უმრავლესობის წევრი გურამ მჭარაშვილი ოპონენტებს, რომლებიც აცხადებენ, რომ უმრავლესობის იმ წევრებმა, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, თანამდებობები მადლობის ნიშნად მიიღეს.
როგორც გურამ მაჭარაშბილმა ტვ „პალიტრის“ ეთერში განაცხადა, გიორგი კახიანთან ერთად ის სამი წელია საპროცედურო საკითხთა კომიტეტს საკმაოდ წარმატებით ხელმძღვანელობს.
„მე გახლავართ საპროცდურო საკითხთა და წესებს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. მე და გიორგი კახიანი სამი წელია, საკმაოდ წარმატებით ვხელმძღვანელობთ ამ კომიტეტს. მას შემდეგ რაც გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება ვიცე-სპიკერის პოზიციაზე გიორგი კახიანის წარდგენის შესახებ, მე, როგორც პირველი მოადგელე, გუნდის ხელმძღვანელობის და უმრავლესობის გადაწყვეტილებით, წარდგენილი ვარ ამ პოზიციაზე“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილი ეკა ბესელიასაც პასუხობს და აცხადებს, რომ მისი სტილი არ არის პოლიტიკოსების შეურაცხყოფით მხარდაჭერის მოპოვება.
„ყველა პოლიტიკოსი ირჩევს თავის სტილს იმისათვის, რომ მიაღწიოს რაღაც დონეს და საზოგადოების რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს. ჩემი სტილი ეს არ არის, რომელიმე პოლიტიკოსს შეურაცხყოფა მივაყენო და ამით მხარდაჭერა მოვიპოვო. ჩემთვის მთავარია, ნებისმიერ პოზიციაზე წარდგენა და საზოგადოების მხარდაჭერა იყოს თანხვედრაში“ - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.