გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: ექიმსა და პაციენტს შორის ეკლიანი მავთული ვერასოდეს გაივლება

26-11-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეკლიანი მავთულის გავლება აბსოლუტურად მიუღებელია მაშინ, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება.

„მე მინდა ვისაუბრო ჩემი, ჩვენი, ექიმების , კოლეგის, ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის დატყვევებასთან დაკავშირებით. მინდა ყველას ვუთხრა, ექიმობა არის ის პროფესია, როდესაც ფიცი იდება არა პარტიული ხაზით, არა ეთნიკური ნიშნით და სხვა განზომილებით, არამედ იმისთვის, რომ ის, ყველაფერს გაიღებს იმისათვის, რომ პაციენტის სიცოცხლე არ დადგეს რისკის ქვეშ და აქ ეკლიანი მავთულის გავლება აბსოლუტურად მიუღებელია, რამეთუ ექიმები საზღვრების გარეშე ახორციელებენ და უნდა ახორციელებდნენ თავის საქმიანობას და მით უმეტეს, როდესაც ექიმი, რომელსაც არაერთი სიცოცხლე გადაურჩენია, გადაურჩენია არაერთი ქართველი, აფხაზი, ოსი“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძემ ინიციატივაც გააჟღერა და კოლეგებს პარლამენტში მყოფი ექიმების ხელმძღვანელობით ბრიგადების შექმნისა და გამყოფი ხაზისპირა სოფლებში გასვლისკენ მოუწოდა.

„ჩვენ, ექიმები პარლამენტში საკმაოდ ბევრნი ვართ. გთავაზობთ, პარლამენტში მყოფი ექიმების ხელმძღვანელობით შევქმნათ ბრიგადები და ჩავიდეთ იქ. გავთავისუფლდეთ ყოველგვარი პირადული, ეთნიკური, პოლიტიკური პასუხისმგებლობისაგან და ავიღოთ მხოლოდ ერთი პასუხისმგებლობა. ექიმსა და პაციენტს შორის ეკლიანი მავთული ვერასოდეს გაივლება, რამეთუ ის იქნება რყევადი და ამ საზღვარს ვერასდროს შეინარჩუნებს“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930