გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველო შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ქვეყანა გახდა

27-11-2019

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 54-ე სხდომაზე, რომელიც 19-21 ნოემბერს, ბულგარეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სოფიაში გაიმართა საქართველო ასამბლეის პრეზიდენტი ქვეყანა 6 თვით გახდა.

საქართველოს სახელით ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ მიიღო და ასამბლეის წევრი სახელმწიფოების დელეგატებს სიტყვით მიმართა.

ასამბლეის განხილვის მთავარ თემას „ევროკავშირისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თანამშრომლობის პერსპექტივები“ წარმოადგენდა.

გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველომ ბულგარეთისგან მომდევნო 6 თვის ვადით შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეობა გადმოიბარა.

ზაზა გაბუნია: „მე მოხარული ვარ, რომ წილად მხვდა პატივი, საქართველოს სახელით მიმეღო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეობა. ეს არის მნიშვნელოვანი ფორუმი ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი თვალსაზრისით, ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით. რა საკვირველია, ჩვენი დემოკრატიული ინიციატივების მხარდაჭერის თვალსაზრისით, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ ჩვენი რეგიონის სახელმწიფოები საქართველოს უმთვარესი ამოცანის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის გაერთიანების საქმეში იყვნენ ჩვენს ირგვლივ, ჩვენი ამოცანების, ჩვენი ინტერესების, ჩვენი სახელმწიფო ამოცანების და ქვეყნის ინტერესების ირგლივ, ამიტომ, ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ამ ასამბლეის თავმჯდომარეობა და საკმოად მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ აქტიური როლი გვაქვს ამ ასამბლეის საქმიანობაში.”

2020 წელს საქართველო, როგორც ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყანა გენერალური ასამბლეის რიგით 55-ე სესიას უმასპინძლებს.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930