27-11-2019
,,მივესალმები დავით უსუფაშვილის მცდელობას, რომ წარმოადგინოს წინადადება. აქვს თუ არა მის წინადადებას სამართლებრივი ხარვეზი?! ჩემი აზრით აქვს, რასაკვირველია“,- ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ჯონი ხეცურიანმა ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა.
,,აქვს თუ არა მის წინადადებას სამართლებრივი ხარვეზი?! ჩემი აზრით აქვს, რასაკვირველია. კონსტიტუციაში პირდაპირ წერია რომ ის 77 მანდატი ნაწილდება მხოლოდ პროპორციულად, 73 არის მაჟორიტარული. გერმანულში როგორ არის - ბატონი ირაკლი კობახიძე ამბობდა: დავუშვათ, პროპორციული სისტემით აიღე 20 მანდატი, გეკუთვნის 20 მანდატი ხომ? მაგრამ 5 მაჟორიტარი გყავს გაყვანილი. თქვენ 20 მანდატს კი არ მიიღებთ, იმ 5-ს გითვლიან და 15-ს მოგცემენ. ეს რას ნიშნავს?! რომ მაჟორიტარული სისტემა შედის ამ საერთო განაწილებაში და პროპორციულ ქოლგაში ექცევა. ჩვენთან ეს ყოვლად დაუშვებელია. ჩვენი კონსტიტუცია გვეუბნება: პროპორციულად განაწილდება 77, მაჟორიტარული იქნება - 73 და ამისგან ჩამოყალიბდება პარლამენტი. არ შეიძლება 150-დან ამის დანაწილება. 150-დან არის განაწილება უკვე 2024 წელს, როდესაც მთელი 150 მანდატი ნაწილდება პროპორციულად და ვინ რამდენ ხმასაც მიიღებს, იმდენ მანდატს ამოიღებს. ამ შემთხვევაში ეს ორი კომპონენტისგან შედგება. მაჟორიტარული არჩევნებისაგან და პროპორციული არჩევნებისაგან. ამიტომ მათი ერთმანეთთან რამე სახით დაკავშირება არაფრით არ შეიძლება“, - განაცხადა ჯონი ხეცურიანმა.