გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გალაკტიონ ბუაძემ თანამდებობა დატოვა

27-11-2019

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაკტიონ ბუაძე თანამდებობას ტოვებს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ გალაკტიონ ბუაძის საქმიანობა დადებითად შეაფასა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო გალაკტიონ ბუაძეს. ის თანამდებობას ტოვებსდა კერძო სექტორშიგადადის. გალაკტიონ ბუაძე ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა. მესმის, ძალიან რთულია ათენო ღამეები, იმუშაო იმ პირობებში, რომელშიც გვიწევს მუშაობა, თუმცა მან მართლაც ღირსეულად გაართვა თავი ამ ყველაფერს. ის იყო ერთ-ერთი წარმატებული მენეჯერი თავის სამსახურთან ერთად“,- განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, დედაქალაქში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად არაერთი პროექტი ხორციელდება. აღნიშნული პროექტების წარმატებით და ხარისხიანად განხორციელების მიზნით კიო, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

თბილისის მერმა აღნიშნული სამსახურის თითოეულ თანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„პროექტების განხორციელების პროცესში არის გამოწვევები, პრობლემები, შეფერხებები, არის მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილებაც შექმნილი დისკომფორტიდან გამომდინარე, თუმცა როდესაც პროექტი სრულდება, ვხედავთ ძალიან ხარისხიანად შესრულებულ სამუშაოებს. ამ პროექტების უკან დგანან ჩვენულებრივი ადამიანები, ვისაც მართლაც 24-საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა და ზედამხედველობა. ძალიან მძიმე და რთულია ამ გრაფიკში მუშაობა, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია, თუ გვინდა, წარმატებული ქალაქივიყოთ. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ის სამშენებლო კულტურა, რომ ტენდერში გაიმარჯვოს კომპანიამ და წყნარად ვიყოთ, რომ ის ყველაფერს უმაღლეს დონეზე გააკეთებს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს გალაკტიონ ბუაძე 2018 წლის მაისიდან ხელმძღვანელობდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031