27-11-2019
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა.
შეშით დატვირთული ავტომობილი ავარიაში სოფელ მუჟავის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ავტომობილის მგზავრი ადგილზე დაიღუპა, მძღოლი კი, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
როგორც ჰოსპიტალში ამბობენ, დაშავებულს გამოკვლევები უტარდება.
დაღუპული და დაშავებული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიას მკვიდრი არიან.