28-11-2019
"ჩვენ დღეს გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი და მე მგონი, არც ლიდერად ვარ ცუდი. "ნაციონალურ მოძრაობაზე" და მათ განაყოფებზე მეტი ყველანაირი რესურსი გაგვაჩნია. რომც მოეხერხებინათ და შესულიყვნენ პარლამენტში, უკეთეს შემთხვევაში მიიღებდნენ ვადამდელ არჩევნებს, რომელსაც წააგებდნენ პირწმინდად, მაგათ ხაზს გადაუსვამდა ქართული საზოგადოება"-ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანბია "იმედის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ნაციონალებმა ასეთი რამ ჯერ ვერ მოახერხეს, ხოლო მომავალში კიდევ უფრო ვერ მოახერხებენ.
"მაგისი შანსი არ აქვთ მაგათ. ვნახეთ, რომ ქონდათ მცდელობები გუშინწინაც და იმის წინაც. იგივე უნდათ, დარჩებოდნენ პარლამენტთან, მერე პარლამენტში შევიდოდნენ, მერე სხვა ინსტიტუტზე გადავიდოდნენ. ერთი და იგივე სცენარია. ახლა გუნდმა სამწუხარო გამოცდილება მივიღეთ თუ გნებავთ 20 ივნისის. ნახეთ როგორ სუფთათ ჩაატარა პოლიციამ ყველაფერი. მადლობის მეტი რა ეთქმის პოლიციას. არცერთი მოქალაქე არ დაზარალებულა და მაგათაც აჩვენეს, რომ ეს რესურსიც აღარ აქვთ. ვერავითარი გადატრიალება ვერ მოხდება, წარმოუდგენელია"-განაცხადა ივანიშვილმა და პარალლელი 2003 წელთან გაავლო, როდესაც ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში რევოლუციის გზით მოვიდა.
"შევარდნაძის შემთხვევაში ერთი რამ გაიხსენეთ. შევარდნაძემ განცხადება დაწერა, თორემ მაშინაც კონსტიტუციური კოლაფსი ჰქონდათ მათ. ასე ხელისუფლებას ვერ მიიღებდნენ და არჩევნებს ვერ ჩაატარებდნენ. მან საკუთარი ნებით დაწერა განცხადება, თორემ იმ დროსაც კი, როდესაც შევარდნაძე ასაკში იყო და თან გუნდი არ ჰყავდა თავისი, იქაც კრიზისი უდგებოდათ მათ და ასე ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდნენ"-აღნიშნა ივანიშვილმა.