გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი: ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსული ჯარი შემოეყვანათ

28-11-2019

"ამათი ხასიათის შეცვლა მე მგონი აღარ გამოვა, ამ ხალხს ანალიზის გაკეთების უნარი არ აქვს და ეს ტრაგედიაა. ტრაგედიაა, რომ ერთი ჭკვიანი კაცი არ ჰყავთ. გასაგებია, თვითონ რაც გააფუჭეს ჩვენ გვაბრალებენ. ყველაზე მძიმე კი რაც გააკეთეს, ეს 2008 წელი იყო, როდესაც ტერიტორიების 20% დავკარგეთ, ამდენი ჯარისკაცი დაგვეღუპა, ამდენი პოლიციელი დაიღუპა და ამდენი გადასახლება მოხდა"-ეს განცხადება პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა.

" 4 მილიარდი ვისესხეთ, რომ ჩვენი დევნილები ჩაგვესახლებინა. ეს 4 მილიარდი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დევნილების გაჭირვებას, ბიუჯეტს აწევს დღეს ზურგზე. ჩვენ რაც ვისესხეთ, განუხრელად სწორი მიმართულებით ვხარჯავთ. ის 4 მილიარდი დღეს ბიუჯეტში ვალად აისახება, ჩვენმა გუნდმა უნდა გაისტუმროს. ის ეკონომიკას არ მოხმარებია. ის უბედურებას მოხმარდა, რომელიც თავს მოგვახვია პირდაპირი მნიშვნელობით „ნაციონალურმა მოძრაობამ“. პირდაპირი მნიშვნელობით ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსული ჯარი შემოეყვანათ აქ. არ იფიქროს ახლა ვინმემ რომ რუსეთის ქმედება გავამართლე ერთი გრამითაც კი, მათ თავის წილი პასუხისმგებლობა აქვთ და ჩვენ ყველა მიმართულებით ვითხოვთ პასუხს მათგან, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაზე დიდი დანაშაული რაც ჩაიდინა სწორედ ეს იყო. ოკუპირებული ტერიტორიების 20%. აბა ნახეთ რამდენი ახალგაზრდა დადის და „არა ოკუპაციას!“ და მოდიან "ქართული ოცნების" ოფისთან, ვითომც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ეს ყველაფერი. მათ რაც გააფუჭეს პასუხს ჩვენგან ითხოვენ"-განაცხადა ივანიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930