28-11-2019
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 3 პირი დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, ვისი დაკავება მოხდა.
საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის თქმით, აღნიშნული პირები პარლამენტთან არსებულ ჯებირებში შეჭრას ცდილობდნენ და სწორედ ამიტომ მოხდა მათი ტერიტორიიდან გარიდება.
სამართალდამცველები აქტივისტებს ადგილის დატოვებას აიძულებენ.
შეგახსენებთ, დილიდან სამართალდამცველების მიერ ლითონის კონსტრუქციებია განლაგებული ჩიტაძისა და ძმები ზუბალაშვილების ქუჩებზე.
პარლამენტის სხვა შესასვლელებთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. დემონსტრანტები პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავდნენ, მაგრამ მათ მიმდებარე ქუჩები უკვე ჩახერგილი დახვდათ.