გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ გომელაური: ჩვენ ვართ პოლიციელები და სადამდეც საჭირო იქნება, ქუჩების, მოქალაქეების , მათ შორის მომიტინგეების დასაცავად ვიდგებით

28-11-2019

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე სახელმწიფო კანცელარიასთან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გომელაურის განცხადებით პარლამენტის და კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე წინა დღეების გამოცდილებით დღეს პოლიციამ შესაბამისი უსაფრთხოების ზომები მიიღო.

„ამ რკინის კონსტრუქციების დაყენება საჭირო იყო. აუცილებელი რომ არ ყოფილიყო არ დავამონტაჟებდით. საფრთხე იყო რა თქმა უნდა. რაც იყო აქამდე წინა დღეებში ვნახეთ, იძალადეს, გამომდინარე იქიდან რაც გავაკეთეთ არის უსაფრთხოების მიზნით.

ჩვენ ვართ პოლიციელები. სადამდეც საჭირო იქნება, ვიდგებით დასაცავად ქუჩების, მოქალაქეების , მათ შორის მომიტინგეებისაც. ისინიც ჩვენი მოქალაქეები არიან. რასაც ვხედავთ იმას ვაკეთებთ. რესურსი გვეყოფა 2 თვეც, 3 თვეც, 4 თვეც თუ დაგჭირდება, პრობლემა არ იქნება.

არის გამოყოფილი ადგილები, შეიძლება იქ გამოხატონ პარლამენტის წინ პროტესტი. ასევე, ღიაა ჭიჭინაძის ქუჩა, პარლამენტის წინ არ დაგვიკეტია,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930