29-11-2019
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქცია დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე ოფიციალურად დარეგისტრირდება. ახალ ფრაქციას მარიამ ჯაში უხელმძღვანელებს.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღესვე სოფო ქაცარავას ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით იმსჯელებს.
კომიტეტი ასევე განიხილავს პარლამენტს გამოკლებული წევრის, ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლის, თემურ გოცირიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს.
პარლამენტში ახალ ფრაქციას დამოუკიდებელი დეპუტატები ქმნიან, რომელთა შორის არიან: ლევან კობერიძე, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, მარიამ ჯაში და ზვიად კვაჭანტირაძე. ფრაქციის თავმჯდომარე მარიამ ჯაში იქნება. ფრაქციის სახელწოდება იქნება „დამოუკიდებელი დეპუტატი“.