"ისინი არიან აბსოლუტურად დესტრუქციულ გარემოში, რომელიც ალბათ უკვე თვითონაც აღარ მოსწონთ. როცა 200 კაცზე მეტი ზურგს არ გიმაგრებს, დესტრუქცია ალბათ მათთვისაც არის უკვე დისკომფორტი. 200 კაის მუშტების ბრახუნი არის საშიში იმ 200-ვე კაცისთვის. როცა რესურსი არ გაქვს უნდა შეეგუო იმას, რომ მიილევი და მიილევიან კიდეც",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, უმრავლესობას უწევს შეაკავოს დეპუტატების ემოციები, რათა სხვაგვარად არ განვითარდეს მოვლენები.
"იყო გასავლელის სხვადსახვა საკითხები, მათ შორის საარჩევნო პროცესს შევეხეთ. ეს იყო დღევანდელის სხდომის მიზანი. რაც შეეხება იმ პროვესს, რომელიც გარეთ იმართება, ჩვენ გარკვეულწილად გვიწევს დეპუტატებისს ემოციების შეკავება, რაც მათ აქვთ ამ გარე აქციასთან დაკავშირებით. ეს 100 დეპუტატი ეყოფა იმ 198 კაცს, რომელიც გარეთ დგას, თუ კი ემოციებზე არის საუბარი. ოპოზიცია 200 კაცზე მეტს ვერ კრებს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის შენობასთან დილიდან პოლიციაა მობილიზებული. დეპუტატები შენობაში დილით ადრე მივიდნენ. როგორც მათ ჟურნალისტებთან აღნიშნეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომამდე ჩანიშნული იყო უმრავლესობის დეპუტატების სხდომა.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილები არიან ოპოზიციის ლიდერები სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად. ისინი ამბობენ, რომ აქციები არ შეწყდება და პარლამეტარებისტვის დისკომფორტის შექმნას გააგრძელებენ.