29-11-2019
"ძალიან ბევრი ადამიანი გარედან გვეუბნება – როგორ ითმენთ ამდენს!"-ამის შესახებ პარლამენტში, საპარალამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ, თბილისის, მთაწმინიდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლადო კახაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ყველაზე მთავარი თემა არის ის, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გარედან გვეუბნება – როგორ ითმენთა ამდენს! ჩვენ ვინარჩუნებთ სიმშვიდეს! ჩვენ, ხელისუფლებას გვაქვს დიდი თმენის ვალდებულება. იმისთვის რომ წლის ბოლოა, ბევრი საქმეა დასაგვირგვინებელი. ძალიან რთული თემებია, ბიუჯეტია მისაღები, მიწის კანონი…” – განაცხადა ლადო კახაძემ.