ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
,,რადიო თავისუფლების“ ქართული რედაქციის ხელმძღვანელად ნათია ზამბახიძე დაინიშნა
2-03-2018

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი ჟუნრალისტი ნათია ზამბახიძე "რადიო თავისუფლების“ ქართული რედაქციის ხელმძღვანელად დაინიშნა. ზამბახიძე აღნიშნულ თანამდებობას 1 მაისიდან დაიკავებს.
თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 31 იანვარს რადიოს ქართული სამსახურის უფროსი დავით კაკაბაძე გაათავისუფლეს.
ნათია ზამბახიძე ამ დროისათვის აშშ-ში საქართველოს საელჩოში უფროსი მრჩევლის პოზიციას იკავებს. საელჩოში მუშაობამდე ის ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თანამშრომელი იყო.
"გურიის მოამბე"