29-11-2019
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლს ჰარცელი ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირი მისი გათავისუფლების აქტიურადაა ჩართული.
,,ევროკავშირი, ისევე როგორც სხვა მხარეები, ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული. ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ პრობლემის მოგვარების გზები და ამ მიმართულებით სხვადასხვა საშუალებით ვმუშაობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს უკანონო დაკავება გამოსწროდება“ - აცხადებს კარლ ჰარცელი.
მისი თქმითვე, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საკითხი ჟენევის მოლაპარაკებაზე იქნება წარდგენილი.
,,ჩვენ ვემზადებით ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდისთვის, რომელსაც შესაძლოა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დაესწროს. მოლაპარაკებაზე ასევე განვიხილავთ ზოგად სიტუაციასაც, მათ შორის ისეთ ჰუმანიტარულ საკითხებსაც, როგორიცაა გადასასვლელების დროებითი ჩაკეტვა’’ - აცხადებს კარლ ჰარცელი.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან 9 ნოემბერს დააკავეს და ის დღემდე პატიმრობაში იმყოფება.