გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: როცა მეორე მხარეს არის ოკუპანტი და ვიცით, რომ ადამიანი არის ნაწამები, ბუნებრივია, რომ ისინი წელავენ პროცესს

2-03-2018


დევნილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, რამდენიმე დღეში არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადმოეცემა.

სუბარი დარწმუნებულია, რომ ასევე ძალიან მალე მოხდება ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული ორი ქართველის გათავისუფლებაც.

,,მოლაპარაკება მიდის. მოგეხსენებათ, როცა მეორე მხარეს არის ოკუპანტი და ვიცით, რომ ადამიანი არის ნაწამები, ბუნებრივია, რომ ისინი წელავენ პროცესს, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ , რომ რამდენიმე დღეში ცხედარი გადმოეცემა და ბიჭები, რომლებსაც პრაქტიკულად შინაპატიმრობა აქვთ, ისინიც გათავისუფლდებიან და ექნებათ თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობა“- განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე მოლაპარაკება გუშინ უკვე მეორედ უშედეგოდ დასრულდა. ტატუნაშვილი 23 თებერვალს გარდაიცვალა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930