გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ ანგურიძე TANAP-ზე:საერთაშორისო პროექტები ხაზს უსვამს საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობას, რაც საერთაშორისო თანამეგობრობებისა და ინვესტორების თვალში ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს ზრდის

1-12-2019

,,საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სატრანზიტო პროექტები ქვეყანას უფრო მეტად წარმოაჩენს გლობალურ რუკაზე, როგორც ორი კონტინენტის მაკავშირებელ ხიდს.
აღსანიშნავია, რომ TANAP-ის მილსადენის წლიური გამტარულარიანობა დასაწყისში 16 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იქნება, საიდანაც 1,1 მლრდ კუბურ მეტრ გაზს საქართველო მიიღებს სატრანზიტო წილის სახით”,- წერს სოციალურ ქსელში ეკონომიკის ექსპერტი ოთარ ანგურიძე.

ანგურიძის თქმით, დესტრუქციული ძალების მხრიდან ქუჩაში მიმდინარე პროვოკაციული აქციების ფინზე, ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების გახსნა დასტურია იმისა, რომ ქვეყანა მიდის წინ და უფრო მეტად აძლიერებს საერთაშორისო კავშირებს.

,,საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სატრანზიტო პროექტები ქვეყანას უფრო მეტად წარმოაჩენს გლობალურ რუკაზე, როგორც ორი კონტინენტის მაკავშირებელ ხიდს.


აღსანიშნავია, რომ TANAP-ის მილსადენის წლიური გამტარულარიანობა დასაწყისში 16 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იქნება, საიდანაც 1,1 მლრდ კუბურ მეტრ გაზს საქართველო მიიღებს სატრანზიტო წილის სახით. ხოლო საქართველოს გაზის წლიური მოხმარება 2,7 მლრდ კუბურ მეტრამდეა. არსებული მილისადენი პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან, რადგან ამ გაზსადენით ბუნებრივი აირი მიეწოდება ევროკავშირის სამხრეთ ქვეყნებს, რაც ბუნებრივად უწყობს ხელს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის ზრდას.

საერთაშორისო პროექტები ხაზს უსვამს საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობას, რაც საერთაშორისო თანამეგობრობებისა და ინვესტორების თვალში ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს ზრდის.

ამასთან, იმ ფონზე, როცა ქუჩაში მიმდინარეობს დესტრუქციული ძალების მხრიდან პროვოკაციული აქციები და იხსნება ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები დასტურია იმისა, რომ ქვეყანა მიდის წინ და უფრო მეტად აძლიერებს საერთაშორისო კავშირებს“,- წერს ოთარ ანგურიძე

პროექტის ინაუგურაცია გუშინ შედგა. პროექტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივად დააჭირეს ხელი სიმბოლურ ღილაკს, რომლითაც ბუნებრივი აირის ნაკადი აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით ამ პროექტის ფარგლებში პირველად გაეშვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930