1-12-2019
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ტრანს ანატოლიური მილსადენის პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს.
"ტრანს ანატოლიური მილსადენის პროექტი, TANAP-ის სახელწოდებით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას შესძენს ჩვენს ქვეყანას.
თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, ბუნებრივი აირის ნაკადი აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით ამ პროქტის ფარგლებში პირველად გაშვება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი და კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოს რეგიონში აქვს უმიშვნელოვანესი როლი, რომელიც აკავშირებს აზიას და ევროპას ერთმანეთთან. ამაზე ბევრჯერ თქმულა, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმა მნიშვნელოვნად საჭიროა.
აუცილებელია გვახსოვდეს, რომ საერთაშორისო პოლიტიკის წარმოების პროცესში ყოველთვის წამყვანი როლი ეკავა იმ ეგო რესურსებისადმი და სატრანსპორტო კორიდორების წვდომის საკითხებს და ის ქვეყნები ახერხებენ სწორ და გრძელვადიან, სტაბილურობაზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ამ რეალობის გათვალისწინებით მოძრაობენ საერთაშორისო პოლიტიკაში. ამდენად, პროექტი, რომლის ფარგლებშიც 2026 წლამდე უკვე 31 მილინ კუბომეტრამდე იგეგმება გატარება, ცხადია არამარტო ეკონომიკური მნიშვნელობის, არამედ კიდევ ერთი ნაბიჯია, როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე რეგიონის დაცულობისაკენ მიმართული"- ამბობს რომან კაკულია.
ცნობისთვის, გუშინ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და ილჰამ ალიევთან ერთად, თურქეთში სამხრეთის გაზის დერეფნის ერთერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი - ტრანს ანატოლიური მილსადენის პროექტი (TANAP) გახსნა.
TANAP-ის მილსადენი წლიურად 16 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს გაატარებს. მომავალში დაგეგმილია გამტარუნარიანობის გაზრდა, 2023 წლისთვის - 23 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2026 წლამდე - 31 მილიარდ კუბურ მეტრამდე.
საქართველო წლიურად 1.1 მილიარდზე მეტ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს სატრანზიტო წილის სახით მიიღებს.