გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკა გვარამია: ვერ წავალთ იქიდან, სადაც ვაშენეთ ევროპული ქვეყანა, ჩვენ ვრჩებით

1-12-2019

ტელეკომპანია „მთავარის“ გენერაულურმა დირექტორმა ვრცელი მონოლოგის შემდეგ განაცხადა, რომ ის საქართველოს დატოვებას არ აპირებს.

„ჩვენ ვერ წავალთ იქიდან, სადაც მოვიპოვეთ თავისუფლება, მე, მამამ, ზვიადმა, ეკამ და სხვებმა. ჩვენ ვერ წავალთ იქიდან, სადაც ვაშენეთ ახალი ევროპული და ნამდვილი, წრმატებული ქვეყანა, მეც მათ შორის, მაგრამ ჯერ მიშამ და სხვებმა.

ჩვენ ვრჩებით და ბოლომდე დავეხმარებით ყველას, ჩვენ, ჩვენი ოჯახი, როგორც შეგვიძლია -  ქექეც და სანდროც, სოფოც და მეც აქედან, ჩემს მეგობრებთან ერთად“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ „მთავარის“ ეთერში.

შეგახსენებთ, დღეს ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის ქვეყნიდან წასვლასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებდა. 

"მეგობრებო, დღეს, ძალიან საინტერესო პოსტ ფაქტუმის შემდეგ, უყურეთ “მთავარ აქცენტებს”.

ჩემს გადაცემაში, ჩემი ოჯახის და ჩემი სახელით, გავაკეთებ განცხადებას, ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ერთად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. სწორედ ერთად მიღებულ, და არა ჩემს მიერ ერთპიროვნულად, როგორც აქამდე ხდებოდა და რაც უსამართლოც იყო და ა პრიორი არასწორიც. უყურეთ, თუ თქვენთვის საინტერესოა ჩვენი უახლოესი გეგმები და სამომავლო ნაბიჯები. წინასწარ გიხდით მადლობას ინტერესისა და გულშემატკივრობისთვის. შევხვდებით საღამოს, პოსტ ფაქტუმის შემდეგ",- წერდა სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია. 

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930