გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
68 ათასი ევროს პოლონური პროექტი შშმ პირებისთვის გორის მუნიციპალიტეტმა ჩააგდო - საეჭვო ტენდერები და აუდიტის დასკვნა

1-12-2019

გორის მაჟორიტარის და ქალაქის მერიის საეჭვო ტენდერების შემდეგ, ქალაქის მუნიციპალიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებით ახალი კითხვები ჩნდება.

აუდიტის სამსახური ამჯერად პოლონური მხარის დაფინანსებულ პროექტზე საუბრობს, რომელიც გამგეობამ ჩაშალა და ბიუჯეტი აზარალა.

როგორც ირკვევა, პოლონურმა მხარემ გორის გამგეობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის 68 ათასი ევრო გადაურიცხა, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირობები არ შეასრულა. ბიუჯეტთან ერთად კი ის მოქალაქეები დაზარალდნენ, რომელთათვისაც ადაპტირებული შენობა უნდა გახსნილიყო. 

მუნიციპალიტეტსა და პოლონურ მხარეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სოფელ ტინისხიდში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ორსართულიანი შენობის რეაბილიტაცია და აღჭურვა იგეგმებოდა. თუმცა, მუნიციპალიტეტმა გრანტის მიღების კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები დაარღვია და შეთანხმებით აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა.

შედეგად, პოლონურმა მხარემ თანამშრომლობა შეწყვიტა და თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა. გრანტის სახით გამოყოფილი 68 ათას ევროზე მეტი კი მუნიციპალიტეტს აუთვისებელი დარჩა.

აღმოჩნდა, რომ ადგილობრივებს აღნიშნული პროექტის შესაძლო განხორციელების შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ ჰქონდათ. როგორც ამბობენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი სოფელში ბევრია, მათ ძალიან უჭირთ და ადაპტირებული შენობის არსებობა მათთვის საციცოცხლოდ მნისვნელოვანი იქნებოდა.

რატომ ჩაიშალა შეთანხმება და რატომ ვერ მოხერხდა პროექტის განხორციელება - გორის მუნიციპალიტეტის მერი დეტალებზე საუბრობს და მომხდარზე პასუხისმგებლობას ყოფილ გამგებელს აკისრებს.

კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, ონიაშვილმა შეთანხმებას ხელი ისე მოაწერა და საგრანტო დაფინანსება მუნიციპალიტეტის ანგარიშზე ისე ჩაირიცხა, რომ არც საკრებულოს წინასწარი თანხმობა და არც მთავრობის ნებართა ჰქონია. ბრალდებებს უარყობს ყოფილი გემგებელი, რომლის განცხადებითაც, პროექტის შესრულება მის ინტერესებშიც შედიოდა.

გორის მერიის საქმიანობაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კიდევ არაერთი დარღვევა გამოავლინა. აუდიტის კრიტიკულ დასკვნაში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის საქმიანობაც მოხვდა, საიდანაც დადგინდა, რომ დეპუტატისა და მისი ოჯახის წევრების კომპანიები ტენდერებში უკონკურენტოდ იმარჯვებდნენ.

 

რუსთავი2


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930