2-12-2019
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის დაწყებული დიალოგი მნიშვნელოვანია, რათა მიიღონ საუკეთესო გადაწყვეტილება ქვეყნის მომავლისთვის. ელიზაბეთ რუდმა კომენტარი ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ხელისუფლებას შორის გამართული შეხვედრის შესახებ გააკეთა.
"შაბათის შეხვედრა მნიშვნელოვანი და პოზიტიური იყო, პირველი ნაბიჯი ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის ნდობის აღდგენისკენ. შეხვედრა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით შედგა. ალბათ არავინ ელოდა, რომ ამ შეხვედრიდან მიიღებოდა საბოლოო გადაწყვეტილება. თუმცა, ეს არის დასაწყისი პროცესისა, სადაც უნდა მიიღონ საქართველოსთვის სასიკეთო გადაწყვეტილება. ვერცერთ მოდელზე კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ, თუმცა ეს შეხვედრები არის იმისთვის, რომ განიხილონ სხვადასხვა ალტერნატივა და ვარიანტი. მიიღონ ქვეყნის მომავლისთვის საუკეთესო გადაწყვეტყილება,"- განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.
ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელთან ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, გაერთიანებული ოპოზიცია საკონსულტაციო შეხვედრებს აგრძელებს.