შესაბამისი დადგენილება ცხინვალის ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საგუშაგო "რაზდახანის" გავლით გადაადგილების უფლება მიეცემა იმ პაციენტებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობის გარდა არ ფლობენ რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობებს და ამავდროულად გადაუდებელ, მაღალტექნოლოგიურ მკურნალობას საჭიროებენ.
დადგენილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე შეიქმნება პირობები, რათა მათ კუთვნილი პენსიის მიღება შეძლონ.
საოკუპაციო ძალებმა ახალგორში ე.წ. გამშვები პუნქტი რამდენიმე თვის წინ ჩაკეტეს, რამაც რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.