2-12-2019
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით,გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 დასახლების I, II მიკრორაიონების, საქნავთობის დასახლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, თემქის დასახლების IX კვარტლის, ანაპის, ჩარგლის, ცოტნე დადიანის, ანაპის 414-ე დივიზიის, გურამ ქუთათელაძის, დომენტი ჟღენტის, თათელაძის, მაისურაძის, კოსმონავტების, სანაპიროს და ხოშარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.
12 საათიდან 14 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ხუდადოვის და მახათას ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 17 საათამდე გლდანის მასივის II მიკრორაიონის მაცხოვრებლებ, ხოლო 11 საათიდან 15 საათამდე გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, სოფელი გლდანის, იერუსალიმის მოედნის, ბეთლემის ჩიხის, ვიწრო ჩიხის, გომის, თონეთის, ასკანის, ჯვარედინის, ჰოვანეს თუმანიანის, კოტე აფხაზის, ქვემო გომის, თეიმურაზ ბატონიშვილის, ნუგზარ კალანდაძის, ხუდია ბორჩალოელის, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძის, რამაზ გოგიაშვილის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლები.
ასევე გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, სანაპიროს (''ლაგუნა ვერეს'' მიმდებარე ტერიტორიის), გმირთა მოედანის, ელბაქიძის აღმართის, ვერეს ბაღის, ვერეს შესახვევის, ნიკო ნიკოლაძის, ბოცვაძის, საქანელას, გალაკტიონ ტაბიძის, კოსტავას, ქუჩიშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, ქიაჩელის, ვერიკო ანჯაფარიძის, სანაპიროს, მელიქიშვილის, იაკობ ნიკოლაძის, ჯუღელის, ახვლედიანის, შიო მღვიმელის და ფარნაოზ ლაპიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 16 საათამდე კი ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ალექსანდრე ბანძელაძის, ტატა (ტატიანა) თვალჭრელიძის და ზარწემის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
„თელასის“ ინფორმაციითვე, 11 საათიდან 12 საათამდე ელექტროენერგიას ყაზბეგის და ვაჟა-ფშაველას გამზირების მაცხოვრებლები, 12 საათიდან 15 საათამდე ილია ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლები, ხოლო 10 საათიდან 12 საათამდე ცემის ქუჩის მაცხოვრებლები ვერ მიიღებენ.