2-12-2019
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების რიტმი მშვიდი და დაბალანსებული არ არის. დროის მუდმივი უკმარისობა არის პრობლემა, რომელსაც ყველა ვერ უმკლავდება. ემოციური დაძაბულობა კი ადამიანის შრომისუნარიანობას აქვეითებს, რაც სწრაფ დაღლასა და აპათიას იწვევს. იმისთვის, რომ სტრესისა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მსხვერპლი არ გახდეთ, დროის მართვა იგივე „თაიმ მენეჯმენტი“ უნდა ისწავლოთ, რომელიც დროის სწორად განაწილებას გულისხმობს და რაც ადამიანის პროდუქტიულობის პირდაპირპროპორციულია.
დროის მართვა - წარმატების უნივერსალური ტექნოლოგიაა. სამუშაო დროის ოპტიმიზაცია ორი ეტაპისგან შედგება. პირველია დავალებების გადანაწილება და მეორე - პრიორიტეტების განსაზღვრა. ჩვენს ინფორმაციულ ეპოქაში დროის ეფექტიანად მართვა ახალ რელიგიად იქცა, რომლის მიმდევრებიც არიან ბიზნესმენები, სტარტაპერები, რიგითი თანამშრომლები თუ ფრილანსერები. დროის მართვის გარეშე წარმატებას ვერცერთ საქმეში ვერ მიაღწევთ.
დრო რომ ეფექტიანად მართოდ, აუცილებელია იმ ფართოდ გავრცელებული შეცდომების ცოდნა, რომლებიც საკმაოდ ხშირია. ისინი თქვენს პროდუქტიულობას ამცირებენ, ამიტომაც სჯობს მათი გათვალისწინება და თავიდან არიდება.
რაც უნდა გასაკვირი იყოს, შესასრულებელი დავალებებისა თუ გასაკეთებელი საქმეების ჩამონათვალი დროის მართვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ფართოდ გავრცელებული შეცდომაა. ამის ნაცვლად უმჯობესია თქვენი პრიორიტებები ჩამოწეროთ. ეს ჩამონათვალი 6-8 პუნქტს არ უნდა აღემატებოდეს. ყოველი დღის ბოლოს პრიორიტეტები მათი შესრულებისა და ამისათვის საჭირო დროის გათვალისწინებით განაახლეთ.
პრიორიტეტების ყოველ მომდევნო პუნქტზე მხოლოდ წინას შესრულების შემთხვევაში უნდა გადახვიდეთ. საქმეების ჩამონათვალს კი იმ დროს მიმართეთ, როდესაც პრიორიტეტული დავალებები უკვე მზად არის. გასაკეთებელი საქმეების ჩამონათვალი იმაზე მინიშნებაა, თუ რის გაკეთებას ისურვებდით პრიორიტეტული დავალებების შემდეგ. დროის მართვის ეფექტიანობა იმ მეთოდების კრებულია, რომელიც ადამიანს დასახული მიზნის მიღწევაში ეხმარება.
პრობლემა ის არის, რომ ამისათვის თქვენ მუშაობას წყვეტთ და სხვა რამეზე კონცენტრირდებით. პრობლემის გადასაჭრელად შეგიძლიათ გამოყოთ დროის სპეციალური მონაკვეთი, როდესაც ელექტრონულ ფოსტას შეამოწმებთ. ეცადეთ, რომ ეს დღის ნაკლებად შემოქმედებით პერიოდში გააკეთოთ. მაგალითად, ეს შეიძლება მოხდეს სადილის შემდეგ, როდესაც თქვენ ისედაც მოდუნებული ხართ. გარდა ამისა, საკუთარ თავს ამ კონკრეტული საქმისთვის დროის ლიმიტი დაუდგინეთ. ეს შეიძლება იყოს 15-20 წუთი, როდესაც თქვენ აუცილებელ პასუხებსაც გაგზავნით.
ფანჯრები, რომლებიც დრო და დრო ამოხტებიან და სხვადასხვა აპლიკაციისა თუ პროგრამის მოციმციმე ნიშან-სიმბოლოები არის ეფექტიანი მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე ხელისშემშლელი ფაქტორი. ამიტომ ყველა არასაჭირო შეტყობინება (იქნება ეს ელექტრონული ფოსტა თუ სოციალური ქსელი) გათიშეთ და გასართობი შინაარსის აპლიკაციები წაშალეთ. თუ ისინი მაინც აუცილებლად მიგაჩნიათ, მათი ჩამონათვალიდან თქვენი ოპერაციული სისტემის ავტომატური განახლება მაინც გათიშეთ. ასევე არსებობს პროგრამები, რომლებიც თქვენ გაძლევთ სტიმულსა და მოტივაციას, უკეთ იმუშაოთ. თქვენი დროის ნაკლებად ეფექტიანი მონაკვეთები სწორედ მათი მეშვეობით უნდა გამოავლინოთ. მიღებული ინფორმაციის გაანალიზების შედეგად მიხვდებით, რომ თქვენ მიერ ფუჭად გაფანტული დროის ძირითადი ნაწილი ამ არაფრისმომცემ პროგრამებზე დახარჯეთ.
ერთდროულად რამდენიმე დავალება გაძლევთ საშუალებას, რომ ეტაპობრივად სხვადასხვა მათგანზე გადაერთოთ და ორ ან მეტ საქმეზე პარალელურად იფიქროთ. ამ სიტუაციის მომხიბვლელობის მიუხედავად, პრაქტიკაში ის საკმაოდ არაეფექტიანია. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ ერთიდან მეორე საქმეზე გადაერთვებით, წინა დავალებაზე კონტროლსა და კონცენტრაციას კარგავთ. ოპტიმალური ვარიანტია ასეთ პრაქტიკაზე უარის თქმა. უმჯობესია, თქვენი დრო ბლოკებად დაჰყოთ - 50 წუთიდან 2 საათამდე.
ასეთ შემთხვევაში თქვენ იწყებთ მუშაობას როგორც დროის მენეჯერი, რომელიც თავის დროს ბევრად რაციონალურად გეგმავს. რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება კარგია მაშინ, როდესაც საქმე მარტივ ქმედებებს ეხება. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ის შემთხვევა, როდესაც თქვენ საჭესთან ხართ და თან სასწავლო აუდიოკურსს უსმენთ. რთული ინტელექტუალური სამუშაო კი მაქსიმალურ მობილიზებას მოითხოვს და შედეგიც მხოლოდ ამ დროს გექნებათ.
საქმიამონის დროს ხშირი „ლირიკული გადახვევები“ თქვენს პროდუქტიულობას მკვეთრად ამცირებს. ასეთ ატმოსფეროში აზრები გეფანტებათ, ტემპს ხშირად ანელებთ და თქვენი დროის მართვის ეფექტიანობაც დაბალია. ამ დროს პრიორიტეტებზე ვეღარ კონცენტრირდებით, რასაც კრიტიკულ შეცდომებამდე მიჰყავხართ.
თქვენ დილიდან სავსე ხართ ენერგიით, ამიტომ უმჯობესია, ეს ემოციური თუ გონებრივი რესურსი მნიშნელოვანი და სტრატეგიული დავალებების შესასრულებლად დახარჯოთ. ფოსტის შემოწმება გადადეთ იმ დროისთვის, როდესაც დაიღლებით და თქვენი შემოქმედებითობა შემცირდება. თუმცა ეს არ ეხება, რა თქმა უნდა, იმ ადამიანებს, ვისი სამსახურიც ელექტრონული ფოსტით მიღებულ ინფორმაციასთან პირდაპირ არის დაკავშირებული (მაგალითად, ახალი ამბების ჟურნალისტი).
თუ თქვენ წერილებს ამ საქაღალდეში ინახავთ, შესაძლებელია, გაუცნობიერებლად ის მუდმივად ამოწმოთ და იკითხოთ. ამასთან, დავალება ან პრობლემა, რომელიც ამ გზავნილშია მოცემული, არც ისე მალე გადაიჭრება. უმჯობესია, ელექტრონულ წერილებს პასუხი ოპერატიულად გასცეთ ან გადაწყვიტოთ იქ მოცემული თემა, რის შემდეგაც ისინი უნდა წაშალოთ ან დაუყოვნებლივ არქივში გადაიტანოთ. ასეთ შემთხვევაში საქაღალდე „შემოსულები“ თქვენს გონებას აღარ დატვირთავს.