გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის მერია საახალწლო ვიდეორგოლის მომზადებაში 125 000 ლარის დახარჯვას გეგმავს

2-12-2019

თბილისის მერია საახალწლო ვიდეორგოლის მომზადებაში 125 000 ლარის დახარჯვას გეგმავს.

მერიამ შესყიდვების სახელმწიფო სააგენტოს გამარტივებული წესით ამ მომსახურების შესყიდვის მოთხოვნით მიმართა.

როგორც გამარტივებული შესყიდვის შესახებ დოკუმენტშია მითითებული, ვიდეორგოლი მერიის დაკვეთით 2020 წლის შესახვედრად დედაქალაქში საახალწლო განწყობის შესაქმნელად და თბილისის მოსახლეობისთვის მისალოცად უნდა შეიქმნას:

“თბილისის მერია მუდმივად ზრუნავს დედაქალაქის მოსახლეობაზე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საახალწლო განწყობის შესაქმნელად, გარდა ქალაქში მერიის სხვადასხვა სამსახურების მიერ ჩატარებული სამუშაოებისა, მოსახლეობას დამდეგი ახალი წელიც მიულოცოს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამართულობას და სრულყოფილად ჩატარებას თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა) იპ “საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო” უზრუნველყოფს”, – ვკითხულობთ განაცხადის აღწერაში.

გრაფაში, თუ რამ გამოიწვია მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვის საჭიროება, “საზოგადოებასთან კომუნიკაციის” სააგენტო აცხადებს, რომ მუდმივად იცვლება და იხვეწება ვიზუალურ-გამომსახველობითი ტენდენციები, რაც ხშირად ხელს უშლის ვიდეოპროდუქციის წინასწარ დაკვეთის დაგეგმვას და სატენდერო პირობებში ვიდეოგადაღების განხილვას:

“ვადების სიმცირიდან გამომდინარე და ასევე, ჩვენი გამოცდილების შესაბამისად, ხშირად დგება საფრთხის ქვეშ ხარისხის საკითხი. რაც გულისხმობს დამკვეთისა და შემსრულებლის აზრთა თანხვედრას, შემდგომ მის ტექნიკურ განხორციელება/აღსრულებას და საბოლოოდ პროდუქტის სახით მიღებულ შედეგს. ეს მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას და კიდევ უფრო მეტ დროს შეთანხმებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო შესყიდვის წინასწარ დაგეგმვა და მიმდინარე საკითხი ერთმნიშვნელოვნად მოითხოვს გამარტივებული შესყიდვის აუცილებლობას”

განაცხადის მიხედვით, ვიდეორგოლი არაუგვიანეს 20 დეკემბრისა უნდა იყოს მზად.

აღნიშნული განაცხადის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად “ლელომ” გაავრცელა.

alia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930