გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ადასტურებს, რომ მაკრონ-პუტინის შეხვედრაზე საქართველოს შესახებ ისაუბრეს

2-12-2019

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის ერთ-ერთი თემა ის გამოწვევები იყო რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას უკავშირდება. მონისტრის განცხადებით ფრანგმა კოლეგამ დაადასტურა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან ორმხრივი ურთიერთობის ფორმატში საქართველოს შესახებ ისაუბრა და ეს კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.
„მნიშვნელოვანი იყო ინფორმაცია, რომელიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან მივიღე, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან ორმხრივი ურთიერთობის ფორმატში ისაუბრა საქართველოს შესახებ და რომ მომავალშიც გაგრძელდება ეს კომუნიკაცია, რაც ძალიან წაადგება საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას და საქართველოს საკითხის მუდმივ აქტუალიზაციას. ვისაუბრეთ ასევე ჟენევის ფორმატზე, მოგეხსენებათ რომ საფრანგეთი იყო ინიციატორი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების, სამწუხაროდ რუსეთი დღემდე არ ასრულებს თავის ვალდებულებას.“- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თავის ფრანგ კოლეგასთან, ჟან ივ ლე დრიანთან შეხვედრის შემედგ განაცხადა.

მისი თქმით კოლეგას მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე, განსაკუთრებით იმ მძიმე სურათზე, რაც ჰუმანიტარული თვალსაზრისით არის შექმნილი და ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე “ვრცლად ვისაუბრე არსებულ მდგომარეობაზე, მიუღებლობაზე ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, ბუნებრივია ვისაუბრეთ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობაზე, რა ნაბიჯებია გადასადგმელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მოპოვების კუთხით„-აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, აუცილებელია ფრანგ კოლეგებთან მუდმივი კავშირი და მათთვის ინფორმაციის მიწოდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით რადგან, როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა: „ საფრანგეთის სიტყვას საერთაშორისო დღის წესრიგში და მათი რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში უაღრესად მნიშვნელოვანი ფასი აქვს“.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საფრანგეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ორი მინისტრების შეხვედრაზე.

მისივე ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში საფრანგეთის გააქტიურებას, ეკონომიკური კუთხით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930