ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათგან 2 ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო 3 - ნიუ ჰოსპიტალსში.
1 პაციენტი უკვე გაეწერა ნიუ ჰოსპიტალსიდან. ჯამში, არცერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე.
ექიმების თქმით, მათ აღენიშნებათ გარეგანი ზედაპირული დაზიანებები და ჯერ-ჯერობით არ იკვეთება რაიმე სახის გართულებები. ამჟამად, სამედიცინო პერსონალის მიერ მიმდინარეობს შესაბამისი კვლევები.