3-12-2019
„საქართველო - ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა“ - ამ სახელწოდებით, ევროპის საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს არჩევასთან დაკავშირებული ახალგაზრდული კვირეული ორბელიანის განახლებულ მოედანზე საზეიმო კონცერტით გაიხსნა.
ახალგაზრდული კვირეულის ინიციატორი პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციაა.
კვირეულის ფარგლებში თბილისსა და რეგიონებში გაიმართება საინფორმაციო კამპანიები თემაზე: „რატომ ევროპა?’“, აქცია-პერფორმანსები, ქუჩის მხატვრობის ფესტივალი და სხვა.
„ახალგაზრდული კვირეული“ 7 დეკემბერს თბილისში საზეიმოდ დაიხურება.