3-12-2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გუშინ და დღეს მომხდარი დაპირისპირებები იმ პროვოკაციების შედეგია, რომელზეც აქციის მონაწილეთა ნაწილი მიდის.
თალაკვაძის თქმითვე, ნებისმიერი ქმედება, რომელიც საფრთხეს შეიცავს, პრევენციული ღონისძიებებით უნდა აღიკვეთოს.
„ჩემი პოზიცია შემდეგია, რომ ნებისმიერი მოქმედება, რომელმაც შეიძლება მოახდინოს ძალადობის პროვოცირება, აუცილებლად უნდა იყოს აღკვეთილი პრევენციული ღონისძიებით.
გუშინდელი შეხლა-შემოხლა გამოიწია იმან, რომ მანიფესტანტების ნაწილი პროვოკაციებზე მიდის და მე მოვუწოდებ ყველას, ვთხოვ და რეკომენდაციას ვაძლევ, რომ მანიფესტაციის მშვიდობიანი ფორმები აირჩიონ, არ აირჩიონ აგრესიული ფორმები და არ წავიდნენ პროვოკაციაზე“-განაცხადა თალაკვაძემ.