გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

3-12-2019

ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე ე.წ. სასამართლომ არსებითი განხილვა დაიწყო.

ექიმის მეუღლე, თამილა ლაფანაშვილი იმედოვნებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ჯარიმის დაკისრების შემდეგ გამოუშვებენ. ლაფანაშვილის განცხადებით, თუ ვაჟა ექიმი უახლოეს მომავალში არ გათავისუფლდება, უფრო რადიკალურ ზომებს მიმართავენ.

"დღესაც ველოდები, ხვალაც ველოდები, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია. იმედია გადაწყდება, რომ სასჯელი ითვალისწინებს ჯარიმას და შემდეგ გამოშვებას, იმედი გვაქვს, რომ ასე იქნება. ვფიქრობ, უფრო უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა და მოვითხოვოთ ადამიანის უფლებების დაცვა. იმედია, მივიღებთ შედეგს ძალიან სწრაფად, თუ არადა, შემდეგ სხვა ეტაპზე გადავალთ არა თხოვნით, არამედ რადიკალური მოთხოვნით," - განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

ექიმის გათავისუფლების იმედი აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძესაც. აბაშიძემ გაფრინდაშვილის საკითხი გრიგორი კარასინთან შეხვედრისას განიხილა, სადაც კარასინმა აღნიშნა, რომ გაფრინდაშვილს მალე გამოუშვებენ.

"უახლოეს მომავალში ელიან მის გათავისუფლებას. ჩვენ ამაზე მერე კიდევ ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, უფრო შინაარსობრივად, მაგრამ რაც მთავარია, თუ როდის გათავისუფლდება ეს პიროვნება და რას ველით ჩვენ , ასეთი პასუხი იყო. ამის შემდეგ გავიდა რამდენიმე დღე და სამწუხაროდ, ჯერ შედეგი არ ჩანს," - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტების დასახმარებლად წასული ექიმი სამ კვირაზე მეტია უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

rustavi2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930