3-12-2019
„არაფერს არ გეტყვით, რა უნდა გითხრათ მე ამ საქმეზე, სისულელეზე კომენტარს არ ვაკეთებ“, – ასე პასუხობს სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული, დეპუტატ ილია ჯიშკარიანის ცოლი, ნანა გვენცაძე „პრაიტაიმს“ კითხვაზე არის თუ არა მისი მეუღლე დამნაშავე.
მომხდარს ასევე სისულელეს უწოდებენ დეპუტატის ოჯახის ახლობლებიც და თვიანი, რომ ილია ჯიშკარიანი უდანაშაულოა.
თავად დეპუტატი, ილია ჯიშკარიანი თავს უდანაშაულოდ ცნობს და ამის შესახებ გუშინ გამართულ სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ განაცახდა.
ცნობისთვის ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.
ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამას გარდა, მას აეკრძალა თანმშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.