3-12-2019
მცხეთის მერიასთან მიმდინარე აქციაზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერი დააკავეს. ინფორმაცია "რუსთავი 2" -ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით არის დაკავებული.
ასევე, ამავე აქციიდან ადგილიდან განარიდეს 2 პირი.
მცხეთის მერიასთან მიმდინარე აქციაზე, ოპოზიციის წარმომადგენლები და "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.