გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

4-12-2019

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა მუხათგვერდის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის, სოფელი ზურგოვანის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, თორნიკე ერისთავის, დემეტრე თავდადებულის, გოდერძი ჩოხელის და ასი ათასი მოწამის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10:30 საათიდან 17 საათამდე კი თემქის დასახლების III მიკრორაიონის Vკვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, სოფელი დიღმის, დიდი დიღმისI,III მიკრორაიონების, ფარნავაზის გამზირის (ნაწილობრივ), ტარიელის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის, პეტრე იბერის, პეტრიწის, ვეფხისტყაოსნის, თინათინის, ავთანდილის, გია რომელაშვილის, ანაპის და უცნობ გმირთა ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

11 საათიდან 16 საათამდე ვარ მიიღებენ ელექტოენერგიას თავისუფლების მოედნის, გალაკტიონ ტაბიძის, დადიანის, ლერმონტოვის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 15 საათამდე საინგილოს, შორაპნის, შანდორ პეტეფის, წულუკიძისდა კახეთის ხევის ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 13 საათამდე დიღმის მასივისI, IV,V კვარტლების, აკაკი წერეთლის გამზირის(ნაწილობრივ), მიქელაძის, ანაგის, იოსებიძის, არჩილ სულაკაურის, გოთუას, შარტავას, აკაკი ბელიაშვილის და ხოშარაულის ქუჩების მაცხოვრებლებო, ხოლო 12 საათიდან 13 საათამდე ნინო რამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930