4-12-2019
116-ე სკოლაში მომხდარი დაპირისპირების შესახებ პირველი კომენტარები კეთდება. სკოლის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფაქტი შემთხვევით მოხდა და მას წინ რამე სერიოზული კამათი არ უძღოდა. სკოლაში დანის გამოყენებას უარყოფენ და ამბობენ, რომ მეცხრე კლასელმა მერვე კლასის მოსწავლეს მსუბუქი ჭრილობა საწერი კალმით მიაყენა.
"კამათი ჰქონდათ მეცხრე კლასელსა და მერვე კლასელს შორის. კალმით იყო დაჭრა. ზოგი ამბობს დანით იყოო, მაგრამ კალმით იყო. მარცხენა მხარეს ფილტვის არეში აქვს ჭრილობა. მეგობრები იყვნენ და თამაში უნდოდათ და შემთხვევით მოუვიდათ," - ამბობს 116-ე სკოლის მოსწავლე.
მომხდარის გამო სასწავლებელში პოლიციის ეკიპაჟი იყო გამოძახებული. საჭირო გახდა ბავშვის კლინიკაში გადაყვანაც. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.