გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მოსწავლეებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე მანდატურის სამსახური განცხადებას ავრცელებს

4-12-2019

თბილისის 116-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, საზოგადოების ინფორმირებისთვის, მანდატურის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

"მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, მანდატური ახორციელებდა სკოლის ტერიტორიის დისტანციურ მეთვალყურეობას, რა დროსაც მან ვიდეოკამერიდან შენიშნა, რომ შესვენების დროს, დერეფანში, უფროსკლასელი ბიჭების ხუმრობამ და თამაშმა უხეში ფორმა მიიღო.

მანდატურმა ინფორმაცია მყისიერად გადასცა კოლეგას, რომელიც დაუყოვნებლივ მივიდა შემთხვევის ადგილზე. სიტუაციის განმუხტვის და ვითარებაში გარკვევისთანავე, მანდატურმა აღმოაჩინა, რომ მე-8 კლასის მოსწავლე ბიჭს მიყენებული ჰქონდა მცირე ფიზიკური დაზიანება. მას ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება, თუმცა, მანდატურის მითითებით, სკოლის ექიმმა მაინც გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

თავად მანდატურმა კი ფაქტი აცნობა პოლიციას. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, მანდატურის სამსახურისა და სკოლის ადმინისტრაციის მიერ გატარდა უსაფრთხოების წესით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება. ამჟამად, ფაქტს პოლიცია სწავლობს.

მე-8 კლასელი მოსწავლე ბიჭის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება",-ნათქვამია მანდატურის სამსახურის განცხადებაში. 

ცნობისთვის თბილისის 116-ე საჯარო სკოლაში მე-9 და მე-8 კლასელ მოსწავლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ერთ-ერთი მოზარდი მსუბუქად დაშავდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. 

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930