5-12-2019
თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის სანდრო ტოღონიძის განცხადებით, ნგრევა მაშინ მოხდა, როდესაც თბილისის განვითარების ფონდი აღნიშნულ მისამართზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა.
"ჩამოინგრა შიდა ეზოს ერთ-ერთი ფრიგელი, რა დროსაც თბილისის განვითარების ფონდი აღნიშნულ მისამართზე ახორციელებდა სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აღსანიშნავია, რომ მისამართზე ფიზიკური სამუშაოები სულ რაღაც ერთი თვის წინ დაიწყო და მხოლოდ გაწმენდა იყო დასრულებული"-განაცხადა ტოღოინიძემ.
ჩუღურეთის რაიონის გამგებლის ზურაბ ჩიკვილაძის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოებში ყველა სამსახურია ჩართული. მისივე თქმით, შენობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექსპერტების დასკვნას დაელოპდებიან.
"მყიფე და იმდენად დაზიანებული იყო ხის კონსტრუქციები, რომ მცირე ნაწილი ჩამოიშალა. მთავარია, მოსახლეობა ამ ეზოში არ ცხოვრობს. სამუშაოებში ჩართულია ყველა სამსახური. დაველოდებით ექსპერტიზის დასკვნას"-განაცხადა ჩიკვილაძემ.